მენტორის ბლოგი
Tuesday, October 21, 2014
Tuesday, October 14, 2014
Monday, February 3, 2014
რატომ გადავწყვიტე მენტორობა?
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ბოლო დროს განხორციელებული
რეფორმებიდან , ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია მენტორობის
პროგრამა, რომელიც მომავალი წარმატებული კადრების
ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. პროფესიონალი
პედაგოგის კონსულტაციისა და გამოცდილების გაზიარების გარეშე ძნელია, დამწყებმა მასწავლებლმა შეძლოს პიროვნული და პროფესიული
შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება. აქედან გამომდინარე, მენტორ-მაძიებლის თანამშრომლობა
უმნიშვნელოვანესი საკითხია.
იმ ადამიანებს , რომლებიც აპირებენ თავიანთი პროფესია
ბავშვებს დაუკავშირონ, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საშუალება, შეიძინონ იმ პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები, რომლებიც შესაძლოა, პედაგოგიური მოღვაწეობისას
შეხვდეთ. ამგვარი სირთულეების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია კვალიფიციური და
გამოცდილი ადამიანის წარმატებული პრაქტიკის
გათვალისწინება.
თანამედროვე სკოლა
დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ბავშვზე
ორიენტირებული სკოლა მაღალ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს, რაც მხოლოდ თანამშრომლობით,
კოლეგიალობითა და სხვათა გამოცდილების გათვალისწინებით მიიღწევა.
ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური პრაქტიკა(1990 წლიდან ვეწევი
პედაგოგიურ საქმიანობას), სხვადასხვა სასკოლო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება, კვალიფიკაცია,
მაძლევს საშუალებას, ჩავერთო ამ პროექტში.
2010-2013წ. ჩართული ვიყავი პროექტში „დემოკრატია იწება
შენით“, რომელიც განხორციელდა კონრად ადენაუერისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.პროექტის
ფარგლებში გავლილი მაქვს არაერთი ტრეინინგი, რომელმაც ბევრი რამ მომცა, კერძოდ,სიმულაციური
თამაშებისა და ფასილიტაციის, დებატების, როგორც საგაკვეთილო პროცესში გამოყენების უნარ-ჩვევები.
ვფიქრობ,ჩემი გამოცდილება, კვალიფიკაცია (ვარ სერთიფიცირებული,
პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული),პიროვნული თვისებები (მიზანდასახულობა, კრეატიულობა,
კომუნიკაბელობა, პრინციპულობა) დამეხმარება, აქტიურად ჩავერთო ამ პროექტში. დარწმუნებული
ვარ, ჩემი მონაწილეობა წაადგება პროექტის წარმატებით განხორციელებას. ვარ კათედრის
ხელმძღვანელი, დამრიგებელი. ყოველივე
ეს საშუალებას მომცემს, მაძიებლებს უკეთ გავაცნო სასკოლო ცხოვრების სპეციფიკა.
ვფიქრობ, მასწავლებელი მუდმივად სიახლეების ძიებაში
უნდა იყოს.ჩემთვის ამ კონკურსში მონაწილეობა, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა პროფესიული
ზრდის თვალსაზრისითაც, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების ახალგაზრდა
კოლეგებისთვის გაზიარება, რაც ყოველთვის სიამოვნებას
მანიჭებს. ამასთანავე, რა თქმა უნდა , ფინანსურ დაინტერესებასაც გარკვეული მნიშვნელობა
აქვს. ყოველივე ეს საკმარისია მოტივაციისთვის.
.
Subscribe to:
Posts (Atom)